ახალი ამბები

სოზარ სუბარი ივანიშვილს შეხვდა

19 დეკემბერი, 2011 • 1021
სოზარ სუბარი ივანიშვილს შეხვდა

სოზარ სუბარი. ბათუმი, მაისი, 2011
სოზარ სუბარი. ბათუმი, მაისი, 2011

“ქართული პარტიის” ყოფილი ლიდერი სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის თაობაზე სუბარმა “ნეტგაზეთს” განუცხადა.

რა ფორმით ითანმშრომლებს სუბარი ბიძინა ივანიშვილთან – ამის თაობაზე სუბარი საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

კითხვას, აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თუ ივანიშვილის დაფინანსებით შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე იმუშავებს, სუბარმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ ამაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.  მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ივანიშვილს გასულ კვირას შეხვდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

სოზარ სუბარი ჯერ კიდევ “ქართული  პარტიის” წევრი იყო, როდესაც  ივანიშვილმა მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა:

“არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ.

დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება, ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები”, – წერს ივანიშვილი თავის ერთ-ერთ პირველ წერილში. იმავე წერილში ივანიშვილმა გამორცხა თანამშრომლობა “ქართულ პარტიასთან”, რომლის წევრიც იყო სოზარ სუბარი.

ამ წერილებით ქართველმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას, მოგვიანებით კი თავადაც გამოჩნდა ჟურნალისტებთან და მოძრაობა “ქართული ოცნება” დააფუძნა.

სოზარ სუბარმა 30 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართული პარტია” დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი