
ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. სააგენტო როიტერის ცნობით, ჰაველი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
სოციალისტური ბლოკის რღვევის დროს, 1980–ანი წლების ბოლოს, ჰაველი იყო ჩეხოსლოვაკიაში ოპოზიციური გაერთიანების “სამოქალაქო ფორუმის” ერთ–ერთი დამფუძნებელი.
1989 წლის 29 დეკემბერს იგი არჩეული იქნა ჩეხოსლოვაკიის პირველ პრეზიდენტად, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალკე სახელწმიფოებად ჩამოყალიბდნენ, 1993 წელს, ჰაველი დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა და ეს პოსტი 2003 წლამდე შეინარჩუნა.
ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ვაცლავ ჰაველი იყო ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე. პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მან განახორციელა წარმატებული ეკონომიკური რეფორმები. ჰაველის წარმატებული მმართველობის შედეგად ჩეხეთმა მოახერხა ნატოში და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება.




