ახალი ამბები

სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 27 მილიონზე მეტი დაიხარჯება

18 დეკემბერი, 2011 • 891
სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 27 მილიონზე მეტი დაიხარჯება

სასამართლო სისტემის ბიუჯეტი მომავალ წელს 2 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, 41 275 000 ლარს შეადგენს.

2012 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 5650 ლარია, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების – 4200 ლარი, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ხელმძღვანელების – 2500 ლარი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოები 4400 ლარითაა განსაზღვრული, სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების – 2500 ლარით, ხოლო საქალაქო და რაინული სასამართლოების მოსამართლეების ხელფასები 2300 ლარს შეადგენს.

მთლიანობაში სასამართლო სისტემაში დასაქმებული 1901 ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის 2012 წელს 27 124 500 ლარი დაიხარჯება, ანუ სასამართლო სისტემის საერთო ბიუჯეტის თითქმის 70%.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2003 წლიდან 2012 წლამდე სასამართლო სისტემის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი