ახალი ამბები

მუსიკოსი მობი თბილისში ვეგანურ კაფეზე თავდასხმას ეხმაურება

1 ივნისი, 2016 • 1394
მუსიკოსი მობი თბილისში ვეგანურ კაფეზე თავდასხმას ეხმაურება

მუსიკოსი მობი საკუთარ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც თანადგომას გამოხატავს თბილისში ვეგანური კაფის, “კივის” მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 მაისს კაფეს თავს დაესხნენ, მწვადის ნაჭრები შეყარეს და სიგარეტი მოწევა დაიწყეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

“ვულოცავ “კივის”, რომ წინ აღუდგნენ ნაციონალისტ მოძალადეებს და ხელს უწყობენ საქართველოში ვეგანიზმს, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვას,”- წერს მობი.
თავად მუსიკოსი 1987 წლის შემდეგ ვეგანია.

ვეგანურ კაფეში Kiwi-Café Tbilisi ინციდენტი 29 მაისს, 20:00 საათის შემდეგ მოხდა. კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, რა დროსაც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ათზე მეტი ადამიანი მივიდა. მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველი ნონო ანთაძე გვიყვება, რომ უცხო პირების ჯგუფმა ლუდი იყიდა და კაფეში, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოუკიდა.

“შეიძინეს ლუდი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. გამომწვევად ყვიროდნენ. ბარმენმა და მიმტანმა უთხრეს, რომ დატოვეთ ტერიტორია, ნუ ყვირით, ხალხი ფილმს უყურებს და ხელი ეშლებათო. ეს არ გაითვალისწინეს… რამდენჯერმე გაუმეორეს”, – ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ ამის შემდეგ ზემოხსენებულმა პირებმა ვეგანურ კაფეში მწვადის ნაჭრები და სოსისები შეყარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი