ახალი ამბები

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ზვიად ქორიძე აირჩიეს

17 დეკემბერი, 2011 • 1147
ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ზვიად ქორიძე აირჩიეს

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

ამ წუთებში დამთავრდა ჟურნალისტური ქარტიის საბჭო თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აირჩიეს.

სხდომაზე უკვე დასრულდა საბჭოს წევრების არჩევაც. საბჭოში სამი წლის ვადით აირჩიეს – დედაქალაქში რეგისტრირებული მედიიდან დავით მჭედლიძე, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციიდან ნათია კუპრაშვილი და 25–ე არხის ჟურნალისტი ნათია როყვა. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ ქარტიის საბჭოს სხვა წევრებს: ელისო ჩაფიძეს, თედო ჯორბენაძესა და ხათუნა გოგაშვილს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200–მდე წევრს აერთიანებს, 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა. ქარტიის წევრების მიერ 11 პრინციპის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებებს განიხილავს 9 წევრისგან (აქედან 6 მათგანი მრეგიონულ მედიას წარმოადგენს და 3 – დედაქალაქისას) შემდგარი საბჭო. საბჭოს წევრები საერთო კრების მიერ აირჩევიან.

სხდომაზე საბჭომ ცვლილებების პროექტი წარმოადგინეს. ერთ–ერთი ცვლილება ითვალისწინებდა საბჭოს მანდატის გაფართოებას: კერძოდ, საბჭო ითხოვდაუფლებას, განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიისწევრი.

მოქმედი წესდებით, საბჭო უფლებამოსილია მხოლოდ ქარტიის ხელმომწერთა მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევის საკითხების განხილვაზე. ცვლილებებისთვის აუცილებელია, რომ დღევანდელ საერთო კრებაში ქარტიის წვერთა 2/3 მონაწილეობდეს.

ვინაიდან საბჭოს დღევანდელ სხდომას დადგენილი რაოდენობის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ქარტიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით განხსვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

წელს ქარტიის ხელმომწერთა მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პრინციპის დარღვევის შესწავლის მიზნით საბჭოში 5 განცხადება შევიდა: აქედან ორი – გაზეთ “პრაიმ–ტაიმის” წარმომადგენლების წინააღმდეგ, ერთი – ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ, ერთი – “გაზეთ ბათუმელების” რეპორტიორის და ერთიც– ქარტიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი