ახალი ამბები

სამხედრო სამსახური თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ წარმოებული სამუშაოები

17 დეკემბერი, 2011 •
სამხედრო სამსახური თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ წარმოებული სამუშაოები

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სამუშაოთა არსებულ ნუსხას, რომელიც სამხედრო სამსახურის ალტერნატივად იყო მიჩნეული, რელიგიური ორგანიზაციებისა და კონფესიების მიერ წარმოებული სამშენებლო, სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაემატა.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შედეგად, მოქალაქეები ამ სამსახურს საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციებისა და კონფესიების მიერ წარმოებულ სამშენებლო, სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გაივლიან.

აღნიშნული დამატება 2009 წლის 1 დეკემბრის პრეზიდნეტის ბრძანებულებაში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი