ახალი ამბები

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა

16 დეკემბერი, 2011 • • 950
პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სწორედ დეეკემბრის მესამე პარასკევს პლენარული, ან ბიუროს სხდომით იხურება. იმის გამო, რომ მიმდინარე კვირა საკომიტეტო იყო, სესია ბიუროს სხდომით დაიხურა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ასრულებს მუშაობას.

პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატით განაგრძობს საქმიანობას და წლის ბოლომდე, სულ ცოტა, სამი რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. ბიუროს სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გარკვეული ცვლილებებია საკომიტეტო მოსმენებისა და რიგგარეშე სხდომის ჩატარების დღეებთან დაკავშირებით.

ბაქრაძის განცხადებით, ბიუროს მომდევნო, უკვე რიგგარეშე სხდომა მომავალი ორშაბათის ნაცვლად სამშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. ხოლო საკომიტეტო მოსმენები კი სამშაბათის ნაცვლად ორშაბათს გადაინაცვლებს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი