ახალი ამბები

თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომის დამნაშავეების დასჯას ითხოვს

16 დეკემბერი, 2011 • 1042
თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომის დამნაშავეების დასჯას ითხოვს
რესპუბლიკური პარტიის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინათინ ხიდაშელი გაეროში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-10 კონგრესს ესწრება.
პარტიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ხიდაშელმა სხდომაზე  ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და სისხლის სამართლის  საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში განაცხადა:
„არ შეიძლება საერთაშორისო სამართალი შერჩევით სჯიდეს დამნაშავეებს, იმის მიხედვით, ქვეყანა დიდია თუ პატარა, ან  როგორია მისი გავლენა მსოფლიოში. 2008 წელს საქართველოში ეთნოწმენდა მოხდა და  ეს საერთაშორისო დანაშაულია. დამნაშავეები  უნდა წარსდგნენ საერაშორისო მართლმსაჯულების წინაშე“.
გამოსვლის სხვა დეტალებს პრესსამსახური არ აკონრეტებს. თინათინ ხიდაშელი საქართველოში 19 დეკემბერს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი