ახალი ამბები

ჯიოევა თანამოაზრეებს პროტესტის განახლებისკენ მოუწოდებს

15 დეკემბერი, 2011 • 977
ჯიოევა თანამოაზრეებს პროტესტის განახლებისკენ მოუწოდებს

 

ჯიოევასამხრეთ ოსეათის ლიდერი ალა ჯიოევა თავის თანამოაზრეებსა და გულშემატკივრებს პროტესტის განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ოთხშაბათს საღამოს  ავრცელებს.

 

”ხვალ  (ხუთშაბათს) შტაბიდან ცენტრალურ მოედნამდე ტრანსპარანტებით მსვლელობა იქნება. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ დაველოდებით ხელისუფლების რეაქციას, ამიტომ ყოველდღე ჩატარდება აქცია”- განაცხადა ჯიოევამ

სიტუაცია სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად სცნო, რომლის მიხედვითაც გამარჯვება ყოფილ განათლების მინისტრ ჯიოევას ეკუთვნოდა. ცეესკოს შედეგების მიხედვით, ჯიოევამ მის ოპონენტ ბიბილოვზე მეტი ხმების რაოდენობა დააგროვა. ჯიოევამ მის მხარდამჭერებთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრალურ მოედანზე გააპროტესტა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

9 დეკემბერს ჯიოევამ და კოკოითმა შეთანხმება დადეს სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დარეგულირების მიზნით.  შეთანხმების თანახმად, კოკოითი შაბათს პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგა, ამის საპასუხოდ კი ოპოზიციონერებმა ცენტრალური მოედანი დატოვეს. ჯიოევამ ასევე უფლება მიიღო 25 მარტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი