ახალი ამბები

ხუხაშვილი: მე ივანიშვილთან თანამშრომლობას ვაგრძელებ

19 დეკემბერი, 2011 • • 940
ხუხაშვილი: მე ივანიშვილთან თანამშრომლობას ვაგრძელებ
“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტი გია ხუხაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ივანიშვილმა დაითხოვა და მასთან აღარ ითანამშრომლებს.  

“მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ბატონ ივანიშვილთან და ასეც ვაპირებ გაგრძელებას. ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი არის თანამოაზრეობა გარკვეული გაგებით. სიმართლე გითხრათ, ასეც ვაპირებ ურთიერთობების გაგრძელებას. მე მასთან არ მიმუშავია და ვერც დამითხოვდა შესაბამისად,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხუხაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას, რომ ივანიშვილმა ხუხაშვილი დაითხოვა, ივანიშვილის პრესსამსახურში ტყუილი უწოდეს.

ინფორმაცია  ხუხაშვილსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობების დასრულებაზე გუშინ ინტერნეტსაიტებმა გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი