როიტერს-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თეთრი სახლი ნაწილობრივ დაკეტილია.
მედიის ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება დაცვამ მას შემდეგ მიიღო, რაც საშიში საგანი ღობიდან ეზოში გადაისროლეს. 31 მაისს, მაისის ბოლო ორშაბათს, აშშ-ში იმ პირების სხოვნის დღეს აღნიშნავენ, ვინც სამხედრო მსახურებისას დაიღუპნენ. ამ დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც თეთრ სახლში იმყოფებოდა.
გარდიანი კი იუწყება, რომ დაკავებულია ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ისროლა ეს საშიში საგანი ღობიდან თეთრი სახლის ეზოში.