ახალი ამბები

პარლამენტარი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია

14 დეკემბერი, 2011 • • 954
პარლამენტარი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია

გიორგი ცაგარიშვილი
გიორგი ცაგარიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ოპოზიციონერმა გიორგი ცაგარეიშვილმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თავისი შვილი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი უცნობმა პირებმა გვიან ღამით, 00:30 საათზე, საკუთარ სადარბაზოსთან სცემეს. პარლამენტარი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

 

როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ოთხი უცნობი ადამიანი ზურაბ ცაგარეიშვილს სადარბაზოში თავს იმ დროს დაესხა, როცა შინ ბრუნდებოდა. დეპუტატის თქმით, ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ, ნაცემი ახალგაზრდა კი სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარლამენტარი ამბობს, რომ თავის შვილს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და ამ დროისათვის სახლში მკურნალობს.

შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პატრული, თუმცა გიორგი ცაგარეიშვილს არა აქვს ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით ვინმეს დაკავეების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი