ახალი ამბები

“მაესტროს” მფლობელები

13 დეკემბერი, 2011 •
“მაესტროს” მფლობელები

ტელეკომპანია “მაესტროს” მფლობელები “მაესტროს” ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისიდან ეროსი კიწმარიშვილის გამოყვანას პოლიციის ძალით აპირბენ. მათ უკვე მიმართეს პოლიციას. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილია კიკაბიძემ განუცხადა.

კიკაბიძის თქმით, სამართალდამცავებთან შეხვედრა ხვალ დილითაც არის დაგეგმილი, რის შემდეგაც “მაესტროს” მფლობელები განცხადებას გააკეთებენ. თუმცა, სოციალურ ქსელში ტელეარხის დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: “დღეს პოლიციაში ვიყავით, ასე გვიპასუხეს კანონით 30 დღე გვაქვს რომ თქვენი განცხადება განვიხილოთო :) (ერასტას გამოსახლებაზე) მიდი მიშა ბოლომდე მიაწექი…”

“რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელთან, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. “ქართული პარტიის” პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მასთან დაკავშირება დილამდე შეუძლებელი იქნება.

ვაკანსიების ინტერნეტ გვერდებზე უკვე გამოჩნდა განცხადებები ეროსი კიწმარიშვილის “მაესტროში” ჟურნალისტების, პროდიუსერების, ოპერატორების, მემონტაჟეებისა და სხვა პოზიციებზე ვაკანსიების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი