ახალი ამბები

მოსკოვში მორიგი მიტინგები დაიგეგმა

13 დეკემბერი, 2011 • 1114
მოსკოვში მორიგი მიტინგები დაიგეგმა

 

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკამყოფილო პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლების მხარდამჭერი მოძრაობები ახალ წლამდე მიტინგების შეწყვეტას არ აპირებენ. მათ მოსკოვის მერიაში 24 და 31 დეკემბერს აქციების ჩასატარებლად განაცხადები უკვე შეიტანეს.–ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს.
მიტინგების ტალღა მოსკოვში არჩენვების შემდეგ უახლოეს მომავალში არ დამთავრდება. ორშაბათს მანეჟნოეს მოედანზე “ედინაია როსიას” მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ინფორმაცის ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ავრცელებენ.

სანქიცირებულია თუ არა “ედინაია როსიას” აქცია, ცნობილი არ არის. ამავე მიტინგზე მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობები.

რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს, ისინი აქციის მოწყობას მოსკოვში ტრიუმფალურ მოედანზე 31 დეკემბერს საღამოს აპირებენ.

მიტინგის ძირითადი მოთხოვნებია: კონსტიტუციის 31–ე მუხლის დაცვა. აღნიშნული მუხლით, რუსეთის ფერედარციის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი შეკრების უფლება, კრებებისა და დემონსტრაციების მოწყობა და პიკეტირება. მეორე მოთხოვნა–თავისუფალი არჩევნებია. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვარაუდობენ, რომ ტრიუმფალურ მოედნაზე აქციის ჩატარების ნებართვას მომიტინგეებს არ მისცემენ. თუმცა, ოპოზიციური ლიდერების თქმით, ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ ალტერნატივა, თუ სად ჩაატარებენ აქციას, თუმცა მისი დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

რუსეთის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები შაბათს, 10 დეკემბერს, ყველა დიდ ქალაქში მოეწყო.

მასში მონაწილეობა იმაზე ბევრმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

მთლიანობაში აქციებმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

მმართველ პარტიაში “ედინაია როსია” შაბათს საღამოსვე განახადეს, რომ მომიტინგეთა ხმა გაგებული იქნება ხელისუფლების მხრიდან. 

“რა თქმა უნდა, ხალხს, რომელიც საკუთარ პროტესტს გამოხატავს არჩევნების შედეგების ან საარჩევნო პროცესის გამო, ამის უფლება აქვს. ამ თვალსაზრისით პროტესრის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და იგი იქნება გაგებული, როგორც მედიის, ასევე, საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ,”–განუცხადა ჟურნალისტებს “ედინაია როსიას”გენერალური საბჭოს მდივნის მოადგილემ, ანდრეი ისაევმა.

მან მომიტინგეებს მოუწოდა, არ გადაიქციონ თავები “საზარბაზნე ხორცად”, იყვნენ მშვიდობიანები და კანონმორჩილები.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ მოვისმენთ მომიტინგეთა ხმას. თუ თქვენ გინდათ, მხოლოდ საკუთარი უნდობლობა გამოხატოთ, გააკეთეთ ეს, მაგრამ არ მისცეთ საშუალება, პაიკებად გაქციონ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურს, ნუ აყვებით პროვოკაციებს,”–განაცხადა ისაევმა.

შაბათის მიტინგი ბოლოტნაიას მოედანზე, რუსული მედიის შეფასებით, იყო ყველაზე მასობრივი პროტესტი 90 –იანი წლების შემდეგ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მასში მონაწილეობა 100 ათასმა ადამიანმა მიიღო, თუმცა, პოლიციის შეფასებით, მიტინგზე 25 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ “ედინაია როსიამ”  გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიცია აპროტესტებს. უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა აქციების მონაწილეთა ნაწილი დააკავეს.

10 დეკემბერის მასშტაბურ აქციამდე რუსულენოვანი სოციალური ქსელის, Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დუროვმა ეფ-ეს-ბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.

 

 

 

 


 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი