თბილისში 30 მაისს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი” გაიხსნა. კონგრესის გახსნაზე გამომსვლელებმა, მათ შორის, იან კელიმ აღნიშნეს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ამ ტიპის საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით.
ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესი, რომელზეც გამოიკვლევენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების ბრუნვის სამეცნიერო, ტექნიკურ, სამედიცნო და პოლიტიკურ მხარეებს, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
კონგრესზე განსახილველი მთავარი საკითხები იქნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული მოქმედებები. კონფერენციის მიზანია, რომ მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საფრთხეების შესახებ და მოხდეს მათი მინიმიზება.
ორგანიზატორების განცხადებით, ტრადიციულად, კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.
30 მაისს კონგრესის გახსნაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების გავრცელებისას საფრთხეს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციები.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე აღკვეთილია ბირთვული და რადიოაქტიული ნივთეიერებების ბრუნვის 4 უკანონო ფაქტი და პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. ამ ოთხი შემთხვევიდან, გომელაურის თქმით, 2 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაღარიბებული და დაბალგამდიდრებული ურანის უკანონო ბრუნვას.
“ქვეყანაში განთავსებულია ყოფილი საბჭოთა სამხედრო და სამეცნიერო დანიშნულების რამდნეიმე მცირე ობიექტი, რადიაქტიული და ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადილები, ბიოლოგიური პროფილის დაწესებულებები. არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად სახელმწიფოს მხრდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით. რისკის ან საფრთხის შემცველი ნებისმიერი კერა და ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება მუდმივ კონტროლს და მონიტორნიგს. საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და კონფლიქტის კერებთან სიახლოვის გამო სახელმწიფოში არსებობს აღნიშნული მასალების უკანონო შემოტანის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების რისკიც. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება აღნიშნულ სფეროში დანაშაულს, მათ შორის, ბირთვული მასალისა და რადიაციული ნივთიერებების უკანონო მოპყრობის, ასევე მასობრვი განადგურების იარაღის დამზადების, შეძენის ან გასაღების ფაქტების გამოძიება,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი, ირაკლი ბერიძე, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) უფროსი მრჩეველი სტრატეგიის და პოლიტიკის საკითხებში, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ წარმატებებს მიაღწია.
“ჩვენ გვაქვს პროგრამა, სადაც ვეხმარებით დაახლოებით 65-მდე ქვეყანას, აამაღლონ თავიანთი შესაძლებლეობები, რომ აღმოვფხვრან ის რისკები, რომლებიც არის დაკავშირებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური მასალების თუ იარაღების გამოყენებასთან. სიძლიერე არის ის, რომ საქართველო ამ პროგრამაში არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო სამთავრობო დონეზე ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა ამ რისკებთან დაკავშირებით. საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მიიღო ეს, უზიარებს თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს, საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან დაფასებულია ეს ფაქტი საერთაშორისო დონეზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, როგორიც არის ფორუმები ჟენევასა და ჰააგაში, როგორიც არის J7-ის გლობალური პარტნიორობის ფორუმი,”- განაცხადა ირაკლი ბერიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.
ამჟამად “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2015-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”, რომელიც არაერთხელ ახსენეს კონგრესზე, როგორც წარმატებული მაგალითი, გამოქვეყნებული არ არის. ნეტგაზეთმა მიმართა სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ გეგმის გამოქვეყნებას აპირებენ, თუმცა, არ აკონკრეტებენ, როდის.
საკითხებს შორის, რომლებზეც კონგრესის მონაწილეები 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისში იმუშავებენ, არის “ბირთვული საკითხები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, “ქბრბ რისკებისთვის მზადყიფნა და რეაგირება: რა გვასწავლა ებოლას ეპიდემიამ სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობაში”, “შეფასებები სამედიცინო პერსპექტივიდან სირიიის საზღვრის გასწვრივ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ” და ა.შ.
კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის არიან ექსპერტები საქართველოდან, ხორვატიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.