ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადება რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

10 დეკემბერი, 2011 • 962
სააკაშვილის განცხადება რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

“ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერპლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. XXI საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ცდილობს, ფეხქვეშ გათელოს საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი”–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ, “ედინაია როსიამ”,  გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიცია აპროტესტებს. რამდენიმე დღის მანძილზე მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი