ახალი ამბები

ვენეციიის კომისიის წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე

27 მაისი, 2016 •
ვენეციიის კომისიის წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს აღნიშნულ კანონს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვენეციის კომისიას კრიტიკული მოსაზრებები აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონის შემდეგ საკითხებზე:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური 10-წლიანი ვადის დაცვა, როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. ამ საკითხზე ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ ეს ამოღებული უნდა იყოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან;
  • პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით კვორუმი უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე 6 მოსამართლეა
  • ნორმა, რომლის მიხედვითაც ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად.

ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნაში ასახული კრიტიკული მოსაზრებები ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ბოძაშვილმა გააცნო.  ჟურნალისტების კითხვაზე,  დაადებს თუ არა ამ დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, უპასუხა, რომ არ იცის, რადგან ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი