ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმრავლესობა ივანიშვილს ისურვებდა

8 დეკემბერი, 2011 • • 1005
პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმრავლესობა ივანიშვილს ისურვებდა
ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე 2013 წლიდან?

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით,  გამოკითხულებში 2013 წლიდან საქართველოს პრემიერ– მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი უფრო სასურველია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.

გამოკითხულთა 26,1 პროცენტი 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, ხოლო 24,2 პროცენტი – მიხეილ სააკშვილს, 7,8 პროცენტი – ირაკლი ალასანიას, 6,8 პროცენტი – გიორგი თარგამაძეს, 6,4 პროცენტი – გიგი უგულავას, არცერთს – 0,5 პროცენტი.

პასუხის გაცემა აღნიშნულ კითხვაზე 13,8 პროცენტს გაუჭირდა.  

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა (GDRI) სასტურო “თბილისი მარიოტში” “სოციალური კვლევისა და ანალიზის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში.

აღნიშნული გამოკითხვა 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც ეხებოდა მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.

მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1,8 პროცენტს 95– პროცენტიანი სანდოობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი