ახალი ამბები

გამოკითხულთა 31,8 პროცენტს საქართველოს პრეზიდენტად ივანიშვილი სურს

8 დეკემბერი, 2011 • • 1002
გამოკითხულთა 31,8 პროცენტს საქართველოს პრეზიდენტად ივანიშვილი სურს
ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ?

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსახლეობათა 31,8 პროცენტი საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, 12,7 პროცენტი – გიგი უგულავს, 9,3 პროცენტი – ირაკლი ალასანიას, 7,1 პროცენტი – გიორგი თარგამაძეს, 2,3 პროცენტი – დავით ბაქრაძეს, 1,5 პროცენტი – შალვა ნათელაშვილს, არცერთს – 0,9 პროცენტი.

კითხვაზე უარი 3,9 პროცენტმა განაცხდა, ხოლო 23,9 პროცენტმა აღნიშნა, რომ უჭირთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.  

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა (GDRI) სასტურო “თბილისი მარიოტში” “სოციალური კვლევისა და ანალიზის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში.

აღნიშნული გამოკითხვა 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც ეხებოდა მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.

მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1,8 პროცენტს 95– პროცენტიანი სანდოობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი