ახალი ამბები

გამოკითხულებში “ნაციონალური მოძრაობა” და ივანიშვილის გუნდი ლიდერობენ

8 დეკემბერი, 2011 • • 999
გამოკითხულებში “ნაციონალური მოძრაობა” და ივანიშვილის გუნდი ლიდერობენ
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი პარტია ლიდერობს – ““ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში?

გამოკითხულთა 36 პროცენტი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს,
32 პროცენტი – ბიძინა ივანიშვილის პარტიას, 4,3 პროცენტი – “ქრისტიან-დემოკრატებს”, ლეიბორისტულ პარტიას – 1,6 პროცენტი, “თავისუფალ დემოკრატებს” – 1,5 პროცენტი, რესპუბლიკურ პარტიას – 0,8 პროცენტი.

დანარჩენი პარტიების მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა 1 პროცენტს არ აღემატება.

ხოლო შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს მეორე რიგში, გამოკითხულთა 12,4 პროცენტი ბიძინა ივანიშვილის პარტიას; 12,2 პროცენტი “ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას”, 8,8 პროცენტი  – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 5,7 პროცენტი – “თავისუფალ დემოკრატებს”, 3,5 პროცენტი – ლეიბორისტულ პარტიას, 2,5 პროცენტი – “ეროვნულ ფორუმს”, რესპუბლიკურ პარტიას – 2,0 პროცენტი.   

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა (GDRI) სასტურო “თბილისი მარიოტში” “სოციალური კვლევისა და ანალიზის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში.

აღნიშნული გამოკითხვა 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც ეხებოდა მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.

მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1,8 პროცენტს 95– პროცენტიანი სანდოობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი