ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე ჯანდაცვის სისტემაში ელიტურ კორუფციაზე საუბრობს

6 დეკემბერი, 2011 • 939
ვიქტორ დოლიძე ჯანდაცვის სისტემაში ელიტურ კორუფციაზე საუბრობს

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ჯანდაცვის სისტემაში ელიტურ კორუფციაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ღიად გასცეს პასუხი კონტროლის პალატას და განუმარტონ საზოგადობას, თუ არა პრევენციული ღონისძიებები ტარდება მომავალში სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.

“მხედველობაში გვაქვს სადაზღვევო კომპანიების ზემოგება, „მკვდარ სულებზე“, დაუდგენელ პირებზე, გაორებულად და სხვა ამგვარი მეთოდებით დანაშაულებრივად გაწერილი სადაზღვევო პოლისები, რითაც ათეულობით მილიონი ლარი ვერ მოხმარდა დაზღვეულ ადამიანებს.

აღნიშნული საკითხი უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, როცა ნაცმოძრაობის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაზღვევის პილისების „ბითუმად“ შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს დამატებით დაიხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი. უფრო მეტიც, ამ პროცესში ჩაერთვება დედაქალაქის მერია, რომელიც ამ მიზნით მომავალ წელს დამატებით 16 მილიონ ლარს დახარჯავს.

სერიოზულად და საჯაროდ არ განხილულა კონტროლის პალატის აქტები, რომლითაც დადასტურებულია ჯანდაცვის სისტემაში, როგორც სადაზღვევო პოლისების, ასევე სახელმწიფო პროგრამების სფეროებში ელიტარული კორუფცია;

ხელისუფლებას არ შეუმუშავებია და საზოგადოებისთვის არ განუმარტავს კორუფციის აღკვეთის მექანიზმების შესახებ;

არ დასჯილან კორუფციაში მონაწილე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები;

დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილისელი პენსიონერების დამატებითი კონტინგენტისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შეძენა ფედერაულრი და მუნიციპალური ხელისუფლების ფუნქცია–მოვალეობათა აღრევაა. მიმდინარე წელს გამოსწორდა ხელისუფლების უხეში შეცდომა, როცა მხოლოდ თბილისელ პენსიონერებს ეძლეოდათ დანამატი და ამით ხდებოდა საქართველოს სხვა პენსიონერთა დისკრიმინაცია. ამჟამად ასეთი დისკრიმინაცია განხორციელდება პენსიონერთა ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში.

როდესაც ფედერალურ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლისდარიგებული ბენეფიციარების ინტერესების დაცვის რეალური მექანიზმები, ქალაქის მერიის შესაძლებლობები ამ მხრივ კიდევ უფრო მწირია. აქედან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქში წარმოიქმნება ელიტარული კორუფციის კიდევ ერთი დამატებითი წყარო,”–აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი