ახალი ამბები

აუდიტორია #115 თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს

25 მაისი, 2016 •
აუდიტორია #115 თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115 სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჯერ უნივერსტიტეს წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი თვითმმართველობის ერთ-ერთ კაბინეტში, N213 აუდიტორიაში შევიდნენ. შესვლამდე მათ აუდიტორიის აბრა ჩამოხსნეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს ქმედება მიუთითებს, რომ თვითმმართველობის მუშაობა უნივერსიტეტში დასრულდება.

“პარასკევს არის დაგეგმილი მთავრობის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ ეს საკითხი და კონკრეტული მუხლი, რომლითაც რეგულირდება სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობა, გარდამავალი დებულების ნაცვლად, რომელზეც იყო შეთანხმება მიღწეული. საერთოდ უნდა გაუქმდეს თვითმმართვლობა – ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა. ვინაიდან ვნახეთ, რომ სახელმწიფომ არ გამოიჩინა ნება, არ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მან ამით წაახალისა სტუდენტებს შორის დაპირისპირება. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. მოძალადეებს გავაძევებთ უნივერსიტეტიდან,” – განაცხადა აუდიტორია #115-ის წევრმა გიორგი არბელიძემ აქციის დასაწყისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი