ახალი ამბები

თსუ-მ აუდიტორია 115-ისა და თვითმმართველობის დაპირისპირების კადრები გამოაქვეყნა [ვიდეო]

25 მაისი, 2016 • 1124
თსუ-მ აუდიტორია 115-ისა და თვითმმართველობის დაპირისპირების კადრები გამოაქვეყნა [ვიდეო]

თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტმა გამოაქვყნა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია გუშინ, 24 მაისს, თსუ-ს პირველ კორპუსში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ფაქტები, რომელშიც მონაწილეობენ თვითმმართველობის წარმომადგენლები და სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრი ცოტნე ცხვედიანი.

 

24 მაისს აუდიტორია 115-მა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ წევრს, ცოტნე ცხვედიანს, თვითმმართველობის 20-მდე წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა. საპასუხოდ, თვითთმართველობის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ ინციდენტში, აუდიტორია 115 პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ცოტნე ცხვედიანმა მას დაარტყა.

ამ ინციდენტის შემდეგ “აუდიტორია 115-ის” წევრებმა სახელმწიფოს სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს და ვადა 25 მაისის 18:00 საათამდე მისცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი