რეგიონებში “ქართული ოცნების” ოფისები გაიხსნება–ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნონა ყანდიაშვილი.
“ქართული ოცნების” ოფისები საქართველოს რეგიონებში 11 დეკემბერის შემდეგ ეტაპობრივად გაიხნსება.
“ქართული ოცნება” არასამეწარმეო იურიდიულ პირია, რომლის პრეზენტაციაც 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს. მისი დამფუძნებელი საფრანგეთის მოქალაქე, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. გამგეობის შემადგენლობაში კი, მის გარდა, შედიან: ირაკლი სესიაშვილი, გირგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე.







