ახალი ამბები

აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორების ტრენინგი ქართულ ენაში

4 დეკემბერი, 2011 • 1167
აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორების ტრენინგი ქართულ ენაში

ქუთაისის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან.

“საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ჟვანიას სახელობის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სისტემატურად ტარდება ქართული ენის სწავლების კურსები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კურსებს გადიან საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. ამჯერად  ექვსკვირიან ინტენსიური ტრენინგის კურსს აზერბაიჯანულენოვანი სკოლის 75  დირექტორი  გაივლის. დირექტორებს მსგავსი ტრენინგი სექტემბერ-ოქტომბრის თვეებშიც ჩაუტარდათ. სახელმწიფო ენის ცოდნას  უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. სამინისტროს მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების მიზანი ქართული ენის სწავლების გაძლიერებაა.”–ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”

არასაკმარისი აქტივობები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი