საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწვრთნელი გაწვევისას ნებაყოფლობითი რეზერვის წევრი ნიკა ალფენიძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება.
ექიმების პირველადი დასკვნით, ნიკა ალფენაძის გარდაცვალების მიზეზი სისხლძარღვოვანი თრომბოემბოლია გახდა. რეზერვისტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე გადაიყვანეს სენაკის საავადმყოფოში, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტრომ 4 დეკემბერს გარდაცვლილის ოჯახს ოფიციალურად მიუსამძიმრა.




