ახალი ამბები

“აუდიტორია 115”-ის წევრი აცხადებს, რომ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა სცემეს

24 მაისი, 2016 • 1710
“აუდიტორია 115”-ის წევრი აცხადებს, რომ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა სცემეს

“აუდიტორია 115”-ის წევრი ცოტნე ცხვედიანი აცხადებს, რომ თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა მას სცემეს.

“აუდიტორია 115”-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დღეს, 24 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ცხვედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მიდიოდა, როდესაც მას დაუძახა თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა.

ქარჩილაძის თქმით, ცხვედიანს ფიზიკურად შეეხნენ, რის შემდეგაც ცხვედიანთან თვითმმართველობის სხვა წევრებიც მივიდნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 20-მდე იყო. ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა, ქარჩილაძის თქმით, პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა თსუ-ს პირველი კორპუსი.

ნათია ქარჩილაძის თქმით, მათ ნანახი აქვთ კადრები, რომლებიც თსუ-ს კამერებმა დააფიქსირა და იციან იმ პირების ვინაობა, ვინც ცხვედიანს თავს დაესხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი