ახალი ამბები

“დელტამ” დღეს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა აამოქმედა

24 მაისი, 2016 •
“დელტამ” დღეს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა აამოქმედა

“დელტას” პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს, 24 მაისს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები აამოქმედეს და სეტყვის ღრუბლების დასაშლელად დაახლოებით 50 რაკეტა გაისროლეს.

მათივე განმარტებით, რაკეტები თელავისა და გურჯაანის ტერიტორიაზე, რამდენიმე საცეცხლე ობიექტიდან გაისროლეს. შედეგად, პრესსამსახურის ცნობით, გარკვეულ მონაკვეთზე სეტყვის თავიდან არიდება მოხერხდა.

როგორც პრესასამსახურში აცხადებენ, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და მთლიანად სისტემა გამართულად მუშაობს, მთავარი პრობლემა კი უკავშირდება რაკეტებს, რომელთა წარმოებაც დროს მოითხოვს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის რაკეტების სიმცირის გამო ვერ ხერხდება სისტემის სრულად ამუშავება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც “დელტას” პრესასამხურში განმარტეს, კახეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას სეტყვის საწინააღმდეგო 86 საცეცხლე წერტილი არის განთავსებული.

დაახლოებით ერთი კვირი წინ, კახეთში მოსული სეტყვის დროს რაკეტები არ გაუშვიათ. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედების პრობლემების გამო თავდაცვის მინისტრმა  “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი