ახალი ამბები

გია ხუხაშვილი: კიწმარიშვილი არის ჯოზეფ ქეი 2

2 დეკემბერი, 2011 • 1169
გია ხუხაშვილი: კიწმარიშვილი არის ჯოზეფ ქეი 2

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უარყოფს ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სწორედ ის ასრულებდა შუამავლის როლს “მესტროს” დამფუძნებლებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.

“სისულელეა ეს იმიტომ, რომ ტელევიზია არ იყიდება და არ არსებულ ყიდვა–გაყიდვაზე როგორ შეიძლებაა ვინმეს, მათ შორის მეც, მოლაპარაკება მეწარმეობინა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სერთოდ არ წარმოვადგენ ბიძინა ივანიშვილს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია გუშინდელმა სატელევიზიო ეთერმა:

“მე გუშინ მქონდა ეთერი, სადაც მისი ნამდვილი სახე ვაჩვენე, რისთვის იბრძვის ეს ადამიანი დღეს და როგორც ცდილობს ის თავისი ბოღმის გაყიდვას და გამწარდა ადამიანი. გარდა იმისა, რომ ბოღმა ახრჩობს, ის დაემსგავსა ლათინო–ამერიკული სერიალის ბოროტ ქალებს, სიყვარულზე უარს რომ ეუბნებიან და მერე რომ ინტრიგების ხლართვას და ისევ შურისძიებს იწყებენ.”

ხუხაშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის არის ჯოზეფ ქეი [ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი გახდა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ] 2:

“მე რაც ვიცი, არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს არაფრის ყიდვას და არც დამფუძნებლები აპირებენ გაყიდვას, ერთადერთი, ვინც გაყიდვას აპირებდა, იყო ეროსი კიწმარიშვილი. ის არის ჯოზეფ ქეი ორი. მე ჯოზეფ ქეიზე თავის დროზე არ გამიკეთებია კომენტარი და არც ჯოზეფ ქეი 2–ზე ვაპირებ კომენტარების გაკეთებას. ეროსი მშვენოვრად იცის, რას აკეთებს დღეს”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილმა დღევანდელ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ პრობლემა, რაც ტელეკომპანია “მაესტროში” შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, “მაესტროს” დამფუძნებლებსა და ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქციას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი