ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერია

1 დეკემბერი, 2011 •
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერია
“მე მადლიერი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, რომელმაც 775 მლნ დოლარი გამოგვიყო სესხის სახით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის. იმედი მაქვს, რომ,ჩვენ შევძლებთ ეს პროექტი დროში მოვასწროთ “, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის სააგენტო “Apa”-ს კორესპონდენტს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. აღნიშნული ხაზის სიგრძე ყარსიდან ახალქალაქამდე 98 კილომეტრია და 38 კილომეტრი ქართული მხარის მიერ კეთდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში მომავალი წლის ბოლოს შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი