სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 25 მაისს, სკოლებში “ბოლო ზარის” დღეს, ქართულ მხარესთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაიკეტება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

ცხინვალის ოფიციალური ცნობითვე, ერთდღიანი შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნით დაწესდება და 26 მაისიდან გადაადგილების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება.

გადაადგილებაზე მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი სხვადასხვა, მათ შორის, ახალი წლის, საშობაო, აღდგომის, 9 მაისის და სხვა დღესასწაულებზე აწესებს. აღნიშნული შეზღუდვები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ქართული მხარისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, IPRM-ის ერგნეთის შეხვედრებზეც განიხილება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *