დილიდან “მაესტროში” არ უშვებდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებს, მოგვიანებით კი შენობის წინ ორგანიზაციის ” ახალგაზრდები სამართლიანი ცვლილებებისთვის” წევრები მივიდნენ. მათ ეროსი კიწმარიშვილის გამოსახულებიანი ტრანსპარანტები “მაესტროს” შენობის ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე გააკრეს.

ტრანსპარანტებზე შემდეგი წარწერები იყო: ” მაესტრო შემდეგი არ იქნება” და იმედის ლოგო;  ”კიწმარიშვილის მისია, მაესტრო გახდეს სხვისია” და ” მიშას უნდოდა დაესწრო, შენ დაარბიე მაესტრო” ეროსი კიწმარიშვილის გამოსახულებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *