ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯიოევი: საქართველოს სამხედრო ამბიციები არ იწურება

23 მაისი, 2016 • 1215
ჯიოევი: საქართველოს სამხედრო ამბიციები არ იწურება

“საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეებისა და NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ფონზე სამშვიდობო შეთანხმებების საკითხები რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად კიდევ უფრო აქტუალური ხდება”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ პოსტკონფლიქტური რეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა საუბარში ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების წარმომადგენლებთან ევროკავშირიდან, ეუთოსა და გაეროდან. ჯიოევის კომენტარს “სპუტნიკ-ოსეტია” ავრცელებს.

მისივე განმარტებით, “ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ საქართველოს მრავალწლიანი აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ამ დრომდე საერთაშორისო გაკიცხვის საგანი არ გამხდარა, საქართველოს სამხედრო ამბიციები კი არ იწურება”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 14-15 ივნისს უნდა გაიმართოს, საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები დღეს, 23 მაისს ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მოსამზადებელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი