ახალი ამბები

სროლა ცხინვალის მთავარ მოედანზე

30 ნოემბერი, 2011 • 944
სროლა ცხინვალის მთავარ მოედანზე

სახელმწიფო დაცვის თანამშომლებმა  გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს მომიტინგეების მიერ საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ.–იუწყება რია–ნოვოსტი.

საინფორმაციო სააგენტო რია–ნოვოსტის ინფორმაციით, ალა ჯიოევას მხარდასაჭერ მიტინგზე დაახლოებით 700 ადამიანია შეკრებილი.

“მათ ეკავათ ხელში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშები და სკანდირებდნენ– “გამარჯვება”. იყო მცდელობა შენობაში შეჭრის, სადაც განთავსებულია საარჩევნო კომისია. სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ავტომატიდან ჰაერში ისროლეს.”–ნათქვამია ინფორმაციაში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის, რადგან თვითმხილველი ჟურნალისტის თქმით, დაცვის თანამშრომლები შეკრებილ ადამიანებს არ უმიზნებდნენ.

სროლის ხმების გამო, საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შეწყვეტილი იყო ასევე კოკოითის სიტყვით გამოსვლა მეზობელ შენობაში. იგი პრესკონფერეციიდან, როგორც რია–ნოვოსტი იუწყება, სროლის მიზეზების გადასგენად წავიდა.

ამავე თემაზე: სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

ბიბილოვი, თუ ჯიოევა?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი