“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია მაესტროში დილიდან მიმდინარე მოვლენებს და როგორც დამფუძნებლებს, ისე მმართველ კომპანიას, მოუწოდებს, მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული დავა და დაპირისპირება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომუნიჯაციების კომისია ავრცელებს.
კომისია, ასევე, მოუწოდებს დაპირპისპირებულ მხარეებს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის თავისუფალ გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება.
შეგასხენებთ, რომ დღეს დილით ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში შევიდა არხის მმართველი კომპანიის მფობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც შენობაში არ შეუშვა ჟურნალისტები და რამდენიმე საათით გათიშა არხის მაუწყებლობა.