ნეტგაზეთი | კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” შეიჭრა კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” შეიჭრა – Netgazeti
RU | GE  

კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” შეიჭრა

დღეს დილიდან ტელეკომპანია მასტროში ეროსი კიწმარიშვილი დაახლოებით 15 ადამიანთან ერთად შევიდა, რომელთა ვინაობაც უცნობია- ეს ინფორმაცია გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტს ეთერ თურაძეს ეკა აკობიამ მიაწოდა, რომელიც ტელეკომპანია ”მაესტროში” ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირია.

ჟურნალისტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ტელევიზიაში შესვლას. როგორც ეკა აკობიამ გაზეთ ”ბათუმელებს” განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილმა თავის თანხმლებლებთან ერთად შენობაში ღობეზე გადაძრომის გზით შეაღწია.  თუმცა მანამდე კიწმარიშვილმა მიმართა დაცვას, შენობაში შესვლის ნება მიეცა და მხოლოდ უარის თქმის შემდეგ მიმართა აღნიშნულ გზას.

ეკა აკობიამ ასევე აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა  გენერალური დირექტორი და მამუკა ღლონტი მოხსნა, თუმცა აკობია ასევე დასძენს, რომ გაუგებარია, ეს როგორ მოხდა, რადგან:

”მამუკა ღლონტს არავითარი თანამდებობა არ უკავია მაესტროში და ის არის მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებელი”

ეკა აკობიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტელეკომპანია ”მაესტროსთან” პოლიციაა, თუმცა აკობიასთვის უცნობია, ვინ გამოიძახა ის.

ეკა აკობია იმედოვნებს, რომ მალე გაირკვევა, რა ხდება და ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდება ტელეკომპანიაში ვერშესვლის და მუშაობის შეფერხების მიზეზი.

ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის მფლობელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე, გაზეთი ”ბათუმელები”