აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
საელჩოში ირანელი სტუდენტები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც სამუშაო საათი დასრულებული იყო.
სტუდენტების პროტესტი ბრიტანეთის მიერ ირანის მიმართ დაწესებულ მკაცრ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება. ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ შემოიღო, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირანს ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობა დაუმტკიცდა.
ეს ირანელი სტუდენტების მიერ საელჩოზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 32 წლის წინ, 1979 წლის 4 ნოემბერს, სტუდენტებმა იერიში მიიტანეს აშშ–ს საელჩოზე და 52 ადამიანი აიყვანეს მძევლად, მათ შორის აშშ–ს მოქალაქეები და დიპლომატები იყვნენ. მათი მძევლობა 444 დღე გაგრძელდა.




