პარტია ”ერთობის” სარჩელის განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები ბათილად ცნო. პარტია ”ერთობის” სარჩელი საარჩვენო უბნებზე ალა ჯიოევას მხარდამჭერთა ქმედებებს ეხებოდა და რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ ვერ აღკვეთა ეს ქმედებები.
ინფორმაციას ამის თაობაზე ოსინფორმი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ალა ჯიოევამ ხმების 51.37%–ით გაიმარჯვა მის მოწინააღმდეგე ანატოლი ბიბილოვზე.