ახალი ამბები

ბერა გელათიდან ფეხით მომავალთ შეხვდა

29 ნოემბერი, 2011 • 1255
ბერა გელათიდან ფეხით მომავალთ შეხვდა

ბერა, ბიძინა ივანიშვილის მომღერალი შვილი, დახვდა გელათიდან ფეხით მომავალ სახალხო კრების აქტივისტებს, რომლებმაც ფეხით მსვლელობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მოაწყვეს.

“სახალხო კრების” აქტივისტები – მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი და სპორტსმენი ლუკა კურტანიძე– გელათის სამონატრო კომპლექსიდან თბილისამდე ფეხით ჩამოვიდნენ, ამის თაობაზე “ნეტგაზეთს” ჯაჭვლიანმა სატელეფონო საუბარში განუცხადა.

ბერას დახვედრის ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერამ”ფეხოსნებს” მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი