ახალი ამბები

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

29 ნოემბერი, 2011 •
”საია”  პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აკისრია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, რაც უპირველს ყოვლისა, გამოიხატება იმ პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორების აღმოფხვრაში, რომელთა არსებობა ხელს შეუშლის თავისუფალი სიტყვის გავრცელებას- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია იზიარებს პრესის ასოციაციის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს განახორციელა ქალაქ თბილისის მერიამ თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში, სხვა არაფერია, თუ არა ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ირიბი ფორმით შეზღუდვა. დაუშვებელია, კვების პროდუქტებისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის მიზნით, სავაჭრო  ჯიხურებზე ნებართვის გაცემა ხდებოდეს სრულიად იდენტური პირობებით და ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი