ახალი ამბები

თამაშები ტუალეტებში მამაკაცებისთვის

29 ნოემბერი, 2011 •
თამაშები ტუალეტებში მამაკაცებისთვის

დუგალ შოუ, ბი–ბი–სის კორესპონდენტი ახალ ტექნოლოგიებში, იმ ინოვაციაზე წერს, რომელიც მამაკაცს  საზოგადოებრივ ტუალეტში დროის გაყვანას სთავაზობს.

რას აკეთებს მამაკაცი, როდესაც  იძლებულია, საზოგადოებრივი ტუალეტით ისარგებლოს? არჩევენი დიდი არ არის, – ან კედელს მიაჩერდეს, ან  ფეხსაცმლის თასმებს უყუროს.

ბრიტანულმა კომპანიამ Captive Media–მ შეიმუშავა პროდუქტი, რომელიც, მისი აზრით, ამ შუალედს შეავსებს. მან მამაკაცებისთვის თამაშები შეიმუშავა, რომელიც შარდის ნაკადით კონტოლირდება.  კომპანიის თქმით, ეს იქნება პირველი თამაში, რომლის მონიტორი დამონტაჟდება პისუარის (ფრანგ. pissoir – შარდის ჩასასვლელი ბაკანი საზოგადოებრივ საპირფარეშოებში) ზემოთ.

თითოეულ მომხმარებელს პისუარის შიგნით სამი მიმართულების არჩევის საშუალება ექნება. აქვე იქნება მიმაგრებული მანიშნებლები „მარცხნივ“, „მარჯვნივ. ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით კი დადგინდება, სად მიედინება შარდი.

შეთავაზებულ თამაშებს შორის ერთ–ერთი იქნება ვიქტორინა პასუხების სხვადასხვა ვარიანტით, სადაც მომხმარებელი ერთ პასუხს აირჩევს.

როგორც კი მომხმარებელი დაასრულებს მოქმედებას, მაშინვე მას შეეძლება დაგროვლი ქულები ტვიტერზე მობილურით გაგზავნოს, და რეკორდებს შეადაროს.

ბი–ბი–სის ინფორმაციით, .Adweekის მონაცემების მიხედვით, მამაკაცი პისუართან საშუალოდ 55 წამს ატარებს, რაც მთელი ცხოვრების დაახლოებით 9 თვეა.

იქ, სადაც წინასწარი შედეგებისთვის თამაშები დაამონტაჟეს, აღმოჩნდა, რომ გართობასთან ერთად თვითონ პისუარიც გაცილებით სუფთა რჩებოდა, რადგან მომხმარებელი შარდის ნაკადს უფრო მეტი მონდომებით არეგულირებდა.

რაც შეეხება ქალების საპირფარეშოებს, Captive Media კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ვინაიდან ქალების ტუალეტებში გრძელი რიგებია, კომპანიამ მათთვის დროის გასაყვანად ხელის საშრობებთან დასამონტაჟებელი მოწყობილობების შემუშავება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი