ახალი ამბები

მსვლელობა გელათიდან თბილისამდე ივანიშვილის მხარდასაჭერად

29 ნოემბერი, 2011 • 1208
მსვლელობა გელათიდან თბილისამდე ივანიშვილის მხარდასაჭერად

ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას “სახალხო კრების” აქტივისტები – მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი და სპორტსმენი ლუკა კურტანიძე– გელათის სამონატრო კომპლექსიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობით გამოხატავენ.

კურტანიძე და ჯაჭვლიანი უკვე მეოთხე დღეა გზაში არიან და თბილისში დაახლოებით ერთ საათში იქნებიან. ერთ–ერთი ვერსიით, მათ მსვლელობა საქართველოს პატრიარქის კურთხევით მოაწყვეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს სოსო ჯაჭვლიანი:

”არამც და არამც, გაავრცელეს ჭორები. მე არ ვიცი, ასეთი ინფორმაცია რატომ გავრცელდა”.

ჯაჭვლიანის თქმით, ”ის საზოგადოება, რომელსაც არ შუძლია მოქალაქეობა დაუბრუნოს ივანიშვილს, ვერსადროს მოიგებს არჩევნებს”. ივანიშვილის მხარდამჭერების ნაწილი ჯაჭვლიანსა და კურტანიძეს ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან, აღმაშენებლის ძეგლთან ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი