ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება, 2012 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევა. –აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ფეისბუქის გვერდიდან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი UNStudio–ს არქიტეტორებმა დააპროექტეს.
აეროპორტი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებს მოემსახურება. ის გათვლილია ტურისტების დიდ რაოდენობის მომსახურებაზე. თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის აეროპორტით ისარეგებლებენ ასევე პოლიტიკოსები და დიპლომატები.
აეროპორტის ტერმინალს სამი ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი ექნება. აეროპორტში იქნება ასევე, გალერეა, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.
აღნიშნული პროექტის დასრულება 2012 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.







