ახალი ამბები

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

28 ნოემბერი, 2011 • 990
ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ივანიშვილის სამდივნო სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ ქართულ მედიას და უერთდება პროტესტს თბილისის მერიის მიმართ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის“ პროეეტის საფარქვეშ ხელისუფლებამ შეტევა მიიტანა თავისუფალ ქართულ პრესაზე. მივიჩნევთ, რომ მერიის გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს საქმიანობა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს, მიმართულია არა „ჯანსაღი კონკურენციის“ წახალისებისკენ, არამედ საქართველოში თავისუფალი პრესის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია მოსაზრებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით და პარასკევს, 12 საათზე, ეპატიჟება საქართველოს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვედრაზე”,–ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი