არასამეწარმეო იურიდიულ პირს, “ქართულ ოცნებას”, რომლის პრეზენტაციაც 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მისივე დამფუძნებელი, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. გამგეობის შემადგენლობაში კი, მის გარდა, შედიან: ირაკლი სესიაშვილი, გირგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე.
წესდების შესაბამისად, “ქართული ოცნება” საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მიზანია:
– ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ხელშეწყობა;
– თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;
– თავისუფალი მედიის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
– ქართული ეთნო–კულტურული ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია;
– ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და თვითმყოფადობის დაცვა, მათი ქართველ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
– თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა და არჩევნების მონიტორინგი;
– სახალხო დიპლომატია;
– თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
– თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
– კულტურული და სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვა
– სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.