ეს ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან 2011 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი-ივნისი) განხორციელებული ღონისძიებების (სარეკლამო, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სოციალური და სხვა) ჩამონათვალი და თითოეულ ღონისძებაზე დახარჯული თანხის ოდენობა გამოითხოვა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საავტომობილო პარკზე გაწეულ ხარჯს, მათ შორის მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მომსახურების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მორიგე დანიშნულების და სტუმრად მყოფი ოფიციალური დელეგაციების მომსახურებისთვის, 2011 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში ეს თანხა შეადგენდა–საწვავზე 116 488 ლარს, ხოლო ტექნიკური მომსახურება 11 244, 10 ლარს. 2011 წელს მეორე კვარტალში სამინისტროს მიერ რეკლამაზე გაწეული ხარჯი – 3 638 938, 42 ლარს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის მეორე კვარტალში 9 ტოიოტა ქემერი, 2 ნისან სანი და ერთი ლექსუსი შეიძინა.