აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისის მერი მიიღო. ინფორმაციას ამის თაობაზე სააგენტო day.az ავრცელებს.
უგულავამ ალიევს მიხეილ სააკაშვილის მოკითხვა გადასცა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ სწრაფად მიმდინარეობს აზერბაიჯანის განვითარების პროცესი. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებისა და სარეკონტრუქციო სამუშაობს, ასევე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას აზერბაიჯანის დედაქალაქში.





