ახალი ამბები

ლგბტ აქტივისტის თქმით, ჰომოფობიურ ნიადაგზე ქუჩაში თავს დაესხნენ

21 მაისი, 2016 • 1176
ლგბტ აქტივისტის თქმით, ჰომოფობიურ ნიადაგზე ქუჩაში თავს დაესხნენ

ლგბტ აქტივისტის თქმით, 21 მაისს, ღამით, ჰომოფობიურ ნიადაგზე  მას ქუჩაში თავს დაესხნენ.

როგორც ლგბტ ორგანიზაცია “თემიდას” აღმასრულებელი თავმჯდომარე კობა ბიწაძე აცხადებს, მას და მის თანმხლებ 2 პირს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უცხო პიროვნება აედევნათ, რომელმაც ბიწაძისა და მისი მეგობრების მიმართ ჰომოფობიური შინაარსის ლექსიკა გამოიყენა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.

მისი თქმით, ის ასევე ამტკიცებდა რომ ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა და შეეცადა მათ დაშინებას.

მოგვიანებით, ბიწაძემ პატრულის ეკიპაჟი გამოიძახა. პირი გაქცევას შეეცადა, თუმცა ვერ მოახერხა. კობა ბიწაძის თქმით, პოლიციამ ის უკვე დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი