
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ დურბანში დაახლოებით 190 ქვეყნის დელეგატი შეიკრიბება და ორკვირიანი კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ გარემოში ნახშირბადისა და სხვა გარემო დამბიძურებლების ზედმეტი გამოყოფის შეჩერების შესაძლებლობებზე.
გაეროს ამინდის სააგენტოს ინფორმციით, CO2-ს დონემ გარემოში დასაშვებზე მეტად მოიმატა და რეკორდულ მაჩვენებელამდე ავიდა, ნახშირბადის კონცენტრირება გარემოში 39 პროცენტს აჭარბებს.
სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირებენ ექსპერტები მსოფლიოში არამდგრადი ამინდისა და ტემპერატურის მომატების შემთხვევებს.