ახალი ამბები

პირველი ლედი მისი ოცნების ამსრულებლების მადლიერია

26 ნოემბერი, 2011 • 1513
პირველი ლედი მისი ოცნების ამსრულებლების მადლიერია
“მე ძალიან ამაყი ვარ ამ ინიციატივის გამო და ძალზე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარა გნვლილი წლების განმავლობაში,” – ეს განცხადება საქართველოს პირველმა ლედიმ Commertial Times–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც რადიო “მუზას” შესახებ საუბრობს.
სანდრა რულოვსი არ აკონკრეტებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც მის კუთვნილ რადიო “მუზას” ეხმარებოდნენ წლების მანძილზე ფუნქციონირებაში, თუმცა “ნეტგაზეთმა” დაახლოებით ერთი თვის წინ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რულოვსის “მუზას” ბიძინა ივანიშვილი ყოველწლიურად აფინანსებდა:
2009 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ 456 342 ლარით შეეწია „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“, 2010–ში კი – 644 952 ლარით. ორივე შემთხვევაში თანხა ასოციაციას რადიო „მუზის“ ფუნქციონირებისთვის გადაერიცხა.

რადიო „მუზა“ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაფუძნდა:

„2004 წლიდან მან [სანდრა რულოვსმა] თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში 24– საათიანი კლასიკური მუსიკის პირველი რადიოსადგური დააფუძნა. რადიო ”მუზა” ეთერში 2007 წლის ზაფხულში გავიდა. იგი თავად არის კვირაში ოთხსაათიანი საავტორო გადაცემის წამყვანი“, – ნათქვამია რადიო „მუზის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

რადიო ”მუზა” „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. აღნიშნულ ასოციაციას თავად სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს.

ასოციაციის გამგეობის წევრია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა

მასალების გადაბეჭდვის წესი